ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი მორიგმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა დატოვეს. გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი ბავშვი, ერთი ზრდასრული და ერთი ორსულია.
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსი 89 პაციენტს უტარდება. ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვები, ხანდაზმულები და ორსულები.ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოში 8 კოვიდ დადებითი პაციენტი შეიყვანეს.კლინიკის კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით, პაციენტთა მდგომარეობას საშუალო სიმძიმისაა.
“კლინიკა ბომონდში” უკვე ერთი თვეა, რაც კოვიდცენტრი ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში საავადმყოფომ 230 კოვიდდადებითი პაციენტი მიიღო . აქედან, 130-მა ვირუსი დაამარცხა და კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.