საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან აჭარაშია - 196 შემთხვევა, თბილისში- 178, იმერეთში 65 , გურიაში -1, მცხეთა-მთიანეთში - 4, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 13, ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლში - 6.
ბოლო 24 საათში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 3 აჭარაში , 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში.კორონავირუსით გარდაცვალების სულ 91 შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 6538 -ს შეადგენს.