კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 117 იმერეთში დადასტურდა. აჭარაში 207, თბილისში - 168 , გურიაში -8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5 შემთხვევა , სამეგრელო და ზემო სვანეთში - 24, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25.
კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 6867-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.