ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.ვირუსი სხვადასხვა კლასში ოთხ მშობელს და ასევე ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. შესაბამისად სასწავლო დაწესებულება 12 დღიან ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის დირექტორის, სალომე სარალიძის ინფორმაციით, მასწავლებლის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტია. სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო.
- ჯანდაცვა
- გადასვლები: 1048