-როგორი იყო გასული საპროექტო წელი, პრობლემათა ადვოკატირების კუთხით როგორი დინამიკა იკვეთება და რძელვადიან პერსპექტივაში რა მოლოდინები არსებობს - ამ საკითხებზე იმსჯელეს სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინფორმატით გამართულ შეხვედრაზე.
ადვოკატირების პროცესში გარკვეული სიახლეები არსებობს, რომელიც პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს იძლევა.
პარალელურად საინიციატივო ჯგუფის წევრები იმ პრობლემებზეც მუშაობენ, რომელიც ძლიერი ქარის დროს სამხედრო დასახლებაში შეიქმნა. პრობლემები, რომელიც ელექტროსადენების, სახურავის დაზიანებას ეხება, თვითმმართველობის ჩართულობით უკვე აღმოფხვრილია.