ხონში შექმნილი ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუნიციპალიტეტში დევნილთა თემის პრობლემების ადვოკატირების კუთხით მუშაობას. ქსელის აქტივისტები ადევნებენ თვალს იმ პრობლემების ადვოკატორების დინამიკას, რაც მათ მიერ იქნა წამოჭრილი. რისთვისაც მჭიდრო კუმუნიკაციაში არიან ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან.
პრობლემების ნაწილი უკვე ასახულია ბიუჯეტში და მათი გადაჭრა 2023 წელს ეტაპობრივად მოხდება. განსაკუთრებით აქტიურად მოხდა ინფრასტრუქტურული საკითხების ლობირება: საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, ფასადების შეკეთება და საწვიმარი ღარების დამონტაჟება.
ასევე ქსელის მოდერტორი შეხვდა გენდერული საბჭოს წევრს, შეხვედრაზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ გენდერული საბჭოს 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ასახულია ის აქტივობები, რაც ქუთაისში პროეტის ფარგლებში ჩატარებულ ვორკ-შოპზე ხონის ჯგუფის მიერ იქნა გაწერილი, რაც ხელს შეუწყობს რეზოლუცია 1325 სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციას.