17-18 აპრილს პროექტის: „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი თემაზე: „ ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“
ონლაინ სივრცეში ჩატარებულს ტრენინგს ესწრებოდნენ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები 5 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან (ხონი, წყალტუბო, ქუთაისი, სენაკი, ზუგდიდი).
ტრენინგის მიზანი იყო ქალთა საინიციატივო ჯგუფების უანრების ამაღლება მტკიცებულებებზე დატყრდნობილი ადვოკატირების არსის, ეტაპების, განხორციელების ფორმების შესახებ და რეგიონულ დონეზე ადვოკატირების წარმოების მნიშვნელობისა და პრაქტიკული მექანიზმების გაცნობა შემდგომ წარმატებული ადვოკატირების პროცესის განხორციელებისათვის.
მონაწილეებმა მსჯელებენ ადგილობრივ დონეზე, ადვოკატირების პროცესის ჯეროვნად ჩატარების შემაფერხებელ ფაქტორებზე, განსაზღვრავენ სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებულ მხარეები; შეიმუშავენ რეგიონულ დონეზე თვითმმართველობებში არსებული საჭიროებების ადვოკატირების ჩარჩო გეგმის სამუშაო დუკუმენტი.
აღნიშნულ იქნა, რომ ტრენინგში მონაწილეობა სასარგებლო იქნება ქალთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პროექეტის ფარგლებში ჩართულები იქნებიან სხვადასხვა სფეროში გატარებული პოლიტიკის, თუ პრაქტიკის შეცვლაზე ორიენტირებული ადვოკატირების პროცესის წარმართვაში.