"ძალიან საინტერესო იყო ლიდერის ფორმებისა და სტილების შესახებ ინფორმაციის მიღება,
დავფიქრდი კითხვაზე - „რითი ვარ გამორჩეული და რა გამიკეთებია განსაკუთრებული ჩემი ოჯახისთვის, ადამიანთა ჯგუფისთვის?“
ძალიან მენიშნა თვისება, რომელიც ყველა ლიდერმა უნდა გამოიყენოს, მაგრამ არ იყენებს - „თანამშრომლების შექება, მათი დამსახურების დანახვა, დაფასება და აღიარება“
-მომეწონა და დამაფიქრა სავარჯიშომ - ლიდერის სასურველმა და არასასურველმა თვისებებმა
ტრენერის მიერ კონკრეტული მაგალითის განხილვით, გავიგეთ კარგი და სწორი თვითპრეზენტაციის განსხვავება
საინტერესო იყო სავარჯიშო თვითპრეზენტაციის ეტაპების გამოყენებით. არასდროს მიფიქრია თუ ასეთი თანმიმდევრობა იყო საჭირო.
ვიდეორგოლების საშუალებით დავინახეთ წარმატებული და წარუმატებელი საჯარო გამოსვლის ნიმუშები
ძალიან საინტერესო იყო ჯგუფებში მუშაობა სათქმელისა და როლების განაწილებით.
ბევრჯერ დავსწრებივარ ტრენინგს ლიდერობის და პრეზენტაციის თემაზე, მაგრამ ყოველი ტრენინგიდან ყოველთვის მაინც ახალი გამიგია და დღესაც, აქ მიღებულ ცოდნას აუცილებალად გამოვიყენებ ცხოვრებაში.
მე, ასეთ საკითხებში გამოუცდელი ვარ. ძალიან მიხარია რომ ამხელა ჯგუფის წევრი ვარ და ქალბატონების გამოცდილებას ვიზიარებ.
მადლობას გიხდით აქ რომ აღმოვჩნდი. აუცილებლად ყველა ტრენინგს დავესწრები"- ასე შეაფასეს ქალბატონებმა ორდღიანი ტრენინგი, რომელიც პროექტ un women- ის ფარგლებში ჩატარდა 5 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ზუგდიდი, სენაკი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
ტრენინგში 52 აქტიურმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა.