"ქალი მეტი გულისხმიერებით უდგება საქმეს, სხვანაირი მუხტი და ნაპერწკალი აქვს ნებისმიერი საქმის მიმართ. ქალი სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, ნებისმიერ გასაჭირს გულთან არ მიიტანს, მანამდე არ მოეშვება. მე მაქვს შემთხვევები, როცა ჩემს თემში მაცხოვრებელი ქალები ჩემთან უფრო სხვანაირად იხსნებიან, ეს მათ ზოგად გასაჭირს ეხება თუ პირად პრობლემას. ქალი ქალს ქალური თანაგრძნობით უდგება," - ბელა შათირიშვილი, შუაამაღლების ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.