ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელ ლერი გუმბერიძესთან ერთად აშშ-სა და კანადის მთავრობის ფინანსურ ოფიცერთა ასოციაციის (GFOA) ყოველწლიურ ფინანსურ კონფერენციაში მონაწილეობს.
მერი და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი, აღნიშნულ კონფერენციას ვაშინგტონში ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ესწრებიან.
აშშ-სა და კანადის მთავრობის, სახელმწიფო ფინანსების ოფიცერთა ასოციაცია, რომელიც 25 000-ზე მეტი წევრისგან შედგება, მასშტაბურ კონფერენციას ყოველწლიურად მართავს.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს: ბუღალტრულ აღრიცხვას, აუდიტს და ფინანსურ ანგარიშებს, ბიუჯეტირებას და ფინანსურ დაგეგმვას, კაპიტალურ ფინანსებს, ვალის მართვას, ლიდერობას და მენეჯმენტს, პენსიებისა და სარგებლის ადმინისტრირებას, რისკების მართვასა და უსაფრთხოებას, ხაზინისა და საინვესტიციო მართვას.
ფინანსურ ოფიცერთა ასოციაციის კონფერენციის მიზანია, ასოციაციის წევრებისთვის გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში განხორციელება.
კონფერენცია ვაშინგტონში სამდღიან პანელურ დისკუსიებს და პრეზენტაციებს მოიცავს.