- ეკონომიკა
- გადასვლები: 1811
სოფელ პირველ ობჩაში სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მალე სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მალე სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება.
დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა.მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციაა. 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის პერიოდში აეროპორტი რეისებს აღარ მიიღებს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით,ა ვიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისში ოპერირებენ, ფრენებს დროებით თბილისიდან შეასრულებენ.
Flyarystan კვირაში 7 სიხშირით იფრენს
Wizz Air კვირაში 39 რეისს შეასრულებს
Wizz Air Abu-Dhabi კვირაში 4 ფრენას შეასრულებს
Belavia კი ბათუმის აეროპორტში არსებულ რეისებს 3 სიხშირეს დაამატებს.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტი 10 წელია ფუნქციონირებსა.მ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით.
"რატომ არ გუგუნებს ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში"-ამ სათაურით ვრცელ მასალას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი ფაქტი" აქვეყნებს.ჟურნალისტ შორენა ლაღიძის სტატიიდან გაიგებთ,რა აკავშირებს მშენებელ კომპანიას რუსეთთან და რატომ არის დაკონსერვებული ჯერ კიდევ დაუწყებელი მშენებლობა .
"აქტორი" მასალას სრულად გთავაზობთ.
"მთავრობას თუ დავუჯერებთ, ახლა ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა წელიწადში 40,000 მანქანას უნდა უშვებდეს. სამი წლის წინ, აპრილში ასე დაგვპირდა საქართველოს მაშინდელი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. ელექტრომობილების ქარხნის იდეის პრეზენტაცია მუსიკის ფონზე ჩაატარეს, ეკრანზე ელექტრომობილების ვიდეო გვაჩვენეს. Პრეზენტაციაში მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, “აიგრუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახაბერ გულედანი და დიზაინერი ზვიად ციკოლია მონაწილეობდნენ. ელექტრომობილები სწორედ მისი დიზაინით უნდა შექმნილიყო.
სანახაობა კი მივიღეთ, მაგრამ პური ჯერ ვერ ვჭამეთ. რა ბედი ეწია დაპირებულ ქარხანას, ქუთაისელებმაც არ იციან.
ქარხანა ქუთაისში ინდუსტრიულ ჯგუფ ‘’აიგრუპს’’ და ჩინურ კომპანია ‘’ჩანგანს” ერთად უნდა აეგოთ. პროექტს ისე წარმოგვიდგენდნენ, თითქოს ეს იქნებოდა ქართულ-ჩინური თანამშრომლობის შედეგი. სინამდვილეში კი ‘’აიგრუპსა’’ და ‘’ჩანგანს’’ საქართველოზე მეტი საერთო მეზობელ რუსეთთან აქვთ.
“აიგრუპი” ჩვენს საჯარო რეესტრში ამავე სახელით არ იძებნება, ის “ბიგ სერვისადაა” რეგისტრირებული. Რეესტრის მონაცემებით, კომპანიას 8 მფლობელი ჰყავს, მათგან ორი რუსეთის მოქალაქეა.
ჩინური ‘’ჩანგანის’’ ქართულ საიტზე კი ვნახეთ, რომ კომპანიის პარტნიორები რუსული “ლადა,” “უაზი” და “ჩეტრა” არიან. კომპანიასთან საკონტაქტოდ იგივე ნომერია მითითებული, რაც რუსული “ლადას” ქართული წარმომადგენლობის (“ლადა ცენტრი თბილისი”) საიტზეა.
‘’ლადას’’ წარმომადგენლობაში რომ დავრეკეთ, მისმა მეპატრონემ, გოჩა როსტიაშვილმა გვითხრა, ქუთაისში ქარხნის მშენებლობა განუსაზღვრელი ვადით დაკონსერვდა და ამ თემაზე, ჯერჯერობით, სხვას ვერაფერს გიპასუხებთო.
სამაგიეროდ, კომპანიას დარჩა მთავრობისგან 1 ლარად საკუთრებაში გადაცემული 1 მილიონი კვ.მ. მიწაქუთაისში.
ჩანგანს’’ ჩინური საიტიც აქვს. იქ ვნახეთ, რომ კომპანიას საქართველოში ოფიციალურად შპს ‘’აიფროდაქშენი’’ წარმოადგენს.ეს კომპანია საქართველოში 2019 წლის 4 აპრილს რუსეთის მოქალაქე ანდრეი პაუკმა დაარეგისტრირა. პრემიერმა ელექტრომობილების ქარხნის იდეა რომ დააანონსა, იქედან ორი დღის შემდეგ.
‘’ჩანგანის’’ ჩინურ საიტზე მითითებულია კახაბერ გულედანის ტელეფონის ნომერი. გულედანი ახლა თბილისის მერიის თანამშრომელია. რომ დავურეკეთ, გვითხრა, უკვე ორი წელია ‘’აიგრუფთან’’ შეხება არ მქონია და არ ვიცი იქ რა ხდებაო.
ბოლოს გულედანის ინტერვიუ ელექტრომობილებთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში 2020 წლის ზაფხულში გამოჩნდა მაშინ ამბობდა, პანდემიამ შეგვაფერხა, ეს რომ ჩაივლის, ქარხნის მშენებლობის განახლებაზე საუბარს მერე შევძლებთო.
“აიფროდაქშენის” მფლობელ კომპანიას, “ბიგ სერვისს” წკუთვნის მიწა, სადაც ქარხანა უნდა აეგოთ. 2019 წლის 27 მაისს სახელმწიფომ ამ კომპანიას სახელმწიფოს მიწა, 1 მილიონი კვ.მ. და მასზე განთავსებული ნაგებობები საკუთრებაში 1 ლარად გადასცა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ‘’ბიგ სერვისმა’’ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება 2019 წლის 27 მაისს დადეს. სახელმწიფომ კომპანიას დაავალა მიწის გადაცემიდან 2 წლის ვადაში აეშენებინა და აემუშავებინა ელექტრომობილების ქარხანა, 1 წლის ვადაში დაესაქმებინა 300 ადამიანი.
ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებულ ხელშეკრულებაში წერია, მყიდველი ვალდებულებას თუ ვერ შეასრულებს, ჯერ სიტყვიერად გავაფრთხილებთ, მერე-დავაჯარიმებთო. თუ ‘’ბიგ სერვისი’’ ქარხანას დროულად ვერ ააგებდა, ყოველ ვადაგადაცილებულ ერთ დღეში 500 ლარი, ხოლო თითოეულ დაუსაქმებელ ადამიანზე დღეში 50 ლარი უნდა გადაეხადა.
კომპანიას სახელმწიფოსთვის უნდა წარედგინა აუდიტორული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ვალდებულებები შეასრულა. ამასთანავე, 2019 წლის მარტში ‘’ჩანგანმა’’ და ‘’აიგრუფმა’’ სახელმწიფოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
ჩვენ მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროსა და ქონების ეროვნულ სააგენტოს და გაფორმებული მემორანდუმები მოვიკითხეთ. ისიც გვაინტერესებდა, ქარხანა რომ ვერ აიგო, რაიმე გაფრთხილება თუ მიიღო კომპანიამ? სამინისტროსგან პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღეთ. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო არცერთ კითხვასა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხს რომ არ აბრუნებს, ამაში აღარაფერია ახალი.
საჯარო ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს უწყებისგან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგანაც გამოვითხოვეთ. პასუხი არც მათ მოგვაწოდეს და არც კომენტარი გააკეთეს. ‘’აი, ფაქტმა’’ ადმინისტრაციული საჩივარი გააგზავნა. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვწერა, შეგიძლიათ სასამართლოში გვიჩივლოთო. Ბუნებრივია, ასეც მოვიქეცით. სამინისტროსთან სასამართლოში ვიდავებთ და ვეცდებით მოვიპოვოთ “აიგრუფთან” გაფორმებული მემორანდუმი.
2021 წლის 5 აპრილს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის შემდეგ, კომპანიას უბრალოდ ხელშეკრულება გაუხლეს. ქარხანა არ გახსნილა, მაგრამ ‘’ბიგ სერვისმა’’ და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს. შენობის აგების ვადამ 36 თვით გადაიწია.
ახალ ხელშეკრულებას თუ დავუჯერებთ, ელექტრომობილები ქუთაისში 2022 წლისთვის უნდა გამოგვეშვა, თუმცა ტერიტორიას, სადაც ქარხანა უნდა აიგოს, საამისო ჯერ არაფერი ეტყობა.
ავტომშენებლის 41-ში სიცოცხლის ნატამალიც არაა. ადგილზე მისულებს მხოლოდ ქარი, სახელდახელოდ აგებული ორი პატარა თეთრი შენობა და მათ ირგვლივ დასაწყობებული რკინის მილები დაგვხვდა. მშენებლობის შესახებ არც ადგილობრივებს სმენიათ რაიმე.
ამგვარად, ქუთაისმა ინდუსტრიის მშენებელი ქალაქის სახელი და დიდება ამ ჯერზეც ვერ დაიბრუნა."
ურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით +195.5%-ს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1 %-ს შეადგენს.
„მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582,995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4 %-ს შეადგენს.
2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 3,256,370 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +208.9%-ია. 2019 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5 %-ს შეადგინა.
2022 წლის 8 თვეში საქართველოში 2,251,978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით ზრდა +155%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3%-ს შეადგენს“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოს თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტს რეისსა და მგზავრს მოემსახურა. 2022 წლის აგვისტოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 111,566 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის აგვისტო 87,969 მგზავრი).
მათივე ცნობით, მგზავრთნაკადის გარდა, აგვისტოს თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აგვისტოში, აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 450 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის აგვისტო - 274 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
დღეს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება