ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარში 151,939 მგზავრსა და 486 რეისს მოემსახურა.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
2023 წლის იანვართან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 78 % -ით, ხოლო რეისების რაოდენობა 66%-ით გაიზარდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარში 151,939 მგზავრსა და 486 რეისს მოემსახურა.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
2023 წლის იანვართან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 78 % -ით, ხოლო რეისების რაოდენობა 66%-ით გაიზარდა.
2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს
მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873,677,043 აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა – 27.4%.
გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.
2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს.
გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია.
2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა.
2023 წლის IV კვარტალში 1,013,891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93% აღდგენაა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში სურსათში ფასები წლიურ ჭრილში 2.4%-ით არის შემცირებული, ხოლო ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურ ჭრილში 3.3%-ით არის შემცირებული. ფასების ზრდა ფიქსირდება ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს, ასევე სხვა სამომხმარებლო ჯგუფებში.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-15.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-4.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (19.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-7.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი).
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (4.1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო.
2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო.
საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთის რეგიონებშია, ყველაზე დაბალი კი კახეთში - ამასთან, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, ყველაზე ბევრი, 1505.8 ლარი თბილისშია.
უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში უმუშევრობის მაჩვენებელი 30%-ია; ქვემო ქართლში 25.2%; იმერეთში 23.1%. სხვა რეგიონებში კი აღნიშნული სტატისტიკა ასე გამოიყურება: შიდა ქართლი 22.3%; თბილისი 19.5%; აჭარის ა.რ. 18.4%; გურია 17.1%; სამეგრელო-ზემო სვანეთი 15.7%; სამცხე-ჯავახეთი 14.9%; მცხეთა-მთიანეთი 14.7%; კახეთი 8.7%.
რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასს, თბილისის შემდეგ მოდის მცხეთა-მთიანეთი, სადაც ეს მაჩვენებელი 1 296 ლარია.
დანარჩენ რეგიონებში შესაბამისი სტატისტიკა (ლარში) ასეთია: ქვემო ქართლი 1 181.6; აჭარის ა.რ 1 080.6; იმერეთი 1 045.9; სამეგრელო-ზემო სვანეთი 977.5; სამცხე-ჯავახეთი 962.4; კახეთი 901.1; შიდა ქართლი 861.9; გურია 763.4; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 726.8.
დღეს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება