ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა
ACI-ის (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, საშუალო ზომის აეროპორტებს შორის ქუთაისის აეროპორტში 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით მესამე ადგილზე მოხვდა.
ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ფასებზე საუბრის დროს, აშკარაა "აქცენტების გადატანის მცდელობა".
მისი თქმით, ოპოზიცია დღემდე თავს არიდებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან, იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მზადდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ.
თუმცა რაც შეეხება თავად ფასებს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც არის 66%-იანი ზრდა 2012 წლის შემდეგ.
„აქცენტების გადატანის მცდელობა აშკარად არის. რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც, არის 66%-იანი ზრდა 2012 წლის შემდეგ. აქაც იყო მანიპულაციები, მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები, სინამდვილეში არის 66%-იანი ზრდა სამომხმარებლო ფასების ინდექსში, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს იმ მონაცემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეზობელ ქვეყნებში და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ 2 კრიზისი, ერთი იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს, ეს იყო 2015-2016 წლები, მაშინ იყო მათ შორის ინფლაციის, დევალვაციის მაღალი მაჩვენებელი და მეორე, ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როდესაც დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ 66%-იანი მაჩვენებელი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში, კონტინენტზე და მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ეს მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად, არის მანიპულაციური და შეგვიძლია კიდევ უფრო დეტალური პასუხი გავცეთ ამ სპეკულაციებს, რომელიც ვრცელდება.,,- განაცხადა კობახიძემ.