დღეს კორონავირუსის 2 927 შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში - 411, იმერეთში - 782, ქვემო ქართლში - 130, შიდა ქართლში - 74, გურიაში - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 150, კახეთში - 133, მცხეთა-მთიანეთში - 79, სამცხე-ჯავახეთში - 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 13 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გარდაცვალების 499 შემთხვევა ფიქსირდება.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, აქედან იმერეთში - 4 403.