ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 74 ადამინი მკუირნალობს. დღეს კლინიკამ 8 ახალი პაციენტი მიიღო, ხოლო 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა.. პაციენტებს შორის 6-ის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, მათგან 2 კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. დანარჩენი მათგანი სიმპტომურ მკურნალობას გადის. ინფექციურ საავადმყოფოში 6 არასრულწლოვანი მკურნალობს. კლინიკაში საერთო ჯამში კოვიდ პაციენტებისთვის 105 საწოლია გათვალისწინებული, ამჟამად თვაისუფალი 28 საწოლია.