ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 311 პირი, ხოლო გარდაიცვალა 16 ადამიანი.
თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც: 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 623, აჭარაში - 226, იმერეთში - 611. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში- 1, იმერეთში - 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 - თბილისში, 131 - აჭარაში, 20 - იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 205, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 871 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 364 პირი, აჭარაში - 1 125, იმერეთში - 1 846