ააიპ ,,სპეციალური სერვისების,, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლეიბორისტული პარტიის ბრალდებას ეხმაურება . გიორგი მჟავანაძის ინფორმაციით ,ქუჩას დასუფთავების მანქანა კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით ემსახურება. მისი განცხადებით ,ქუჩაში სანაგვე ურნების დადგმა არ იგეგმება.
,,სანაგვე ურნების განთავსება მწვანე ყვავილას ქუჩაზე არ მოხდება. ეს ქუჩა წარმოადგენს მონაკვეთს, სადაც ვემსახურებით ე.წ. ,,ზარის,, პრინციპით, ანუ კვირაში ერთხელ, ისევე ,როგორც ნახევარ ქუთაისს.იქ არსებული ნარჩენები არ წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს,არამედ არის სამშენებლო ნარჩენები და იმ შემთხვევაშიც კი,თუკი იქ ურნები განთავსდება, აღნიშნულ პრობლემა ვერ მოგვარდება,, აცხადებს გიორგი მჟავანაძე