,,არა ნამოხვანის კასკადს,,- ამ მოთხოვნით უკვე 65 ღამეა რიონის ხეობის მოსახლეობა კარავში ათენებს.მათი მოთხოვნა უცვლელია-დატოვოს რიონის ხეობა კომპანია ,,ენკამ,,.
,,არა ნამოხვანის კასკადს,,- ამ მოთხოვნით უკვე 65 ღამეა რიონის ხეობის მოსახლეობა კარავში ათენებს.მათი მოთხოვნა უცვლელია-დატოვოს რიონის ხეობა კომპანია ,,ენკამ,,.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს ლევან დათიაშვილს და საბა ჩხიკვაძეს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საბა და ლევანი ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპიდან არიან ჩართული კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. ინფიცირებულებისთვის დისტანციური კონსულტაციების გაცემასთან ერთად საბა ერთ-ერთი კოვიდ მიმღები კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს, ლევანი კი აქტიურად არის დაკავებული სამედიცინო სფეროში ინოვაციური პროექტების შემუშავებით. ლევან დათიაშვილმა საკრებულოს წევრებს მის მიერ შექმნილი ხელოვნური სასუნთქი აპარატის მოდელი წარუდგინა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე, დარგში მიდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებზე, სტუდენტების მიერ დაგეგმილ პროექტებზე და მუნიციპალური მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.
„მადლობა აქტიურ ახალგაზრდებს, მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ნოვატორული იდეები და მოხალისეობრივი საქმიანობა არის სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მაგალითი. განათებული და განვითარებაზე ორიებტირებული თაობა არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის წარმატების გარანტი. ჩემი როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის და საკრებულოს როგორც ინსისტუციის მხრიდან მათ აუცილებლად ექნებათ მხარდაჭერა, როგორც პროფესიული განვითარების ასევე ასევე მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განცორციელების საქმეში.“ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა.
ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო.გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან", "პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე ჭიქაში".
საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
2013 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში,, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს.
ჯულიეტა ვაშაყმაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დედაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასაახალწლო პერიოდში, ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე კონტროლი გაამკაცრეს. გაძლიერებული მონიტორინგი მთელის ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში ხორციელდება.განსაკუთრებულად გამკაცრებულია კონტროლი იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია. ამასთან, აქტიურად მოწმდება ისეთი ადგილები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისს დღეს 36 ავტობუსი გადასცა. ამ ეტაპისთვის, ქუთაისს, ჯამში, გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 30 ახალი ავტობუსი და 83 მგზავრზე გათვლილი 6 ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია,,ბინი,, შეასრულებს. ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა…
პარასკევი იანვარი 23
In საზოგადოება24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26…
პარასკევი იანვარი 23
In საზოგადოებაახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი - ,,LEVEL UP“ განხორციელდა. ოთხდღიანი საბანაკე პროგრამის…
ხუთშაბათი იანვარი 22
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის,თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ახალი მმართველი პარმენ სიგუნავა…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოება