- საზოგადოება
- გადასვლები: 1464
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პენიტენციურ სისტემაში არსებულ სიტუაციაზე გააკეთა განცხადება.
ჟურნალისტი ელისო კილაძე გეგუთის კოლონიიდან პატიმრების გაყვანის შესახებ საუბრობს.
,,ქრონიკა პლიუსის,, რედაქტორი პატიმარ კახაბერ ტორჩინავას ოჯახის წევრისგან მიღებულ ინფორმაციას ასაჯაროებს. მისი თქმით, კოლონიაში კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, წუხელ ღამით იყო ბუნტი, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ ციხიდან პატიმრების გაყვანა დაიწყო.
კილაძე მიმართავს ადვოკატებს, შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ზუსტი ინფორმაცია გამოიტანონ.
ჟურნალისტის თქმით, ოფიციალური ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება.
,,მივმართავ პენიტენციურ სამსახურს, დროულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია.ეს არის პანდემია, ეს არ არის წამების ან ძალადობის ფაქტები, ეს არ არის დასამალი და პატიმრების მშობლებმა უნდა იცოდნენ სად არიან, რა ვითარებაში არიან პატიმრები და სჭირდებათ თუ არა მათ დახმარება.,, -აცხადებს ელისო კილაძე
იმერეთის მასშტაბით ხანძარი ამჟამად 3 ლოკაციაზეა. ესენია: საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული, ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ იმერეთში 8 ლოკაციაზე იყო ხანძარი, აქედან ყველაზე რთული ვითარება წყალტუბოს რაიონი სოფელი ზარათში იყო, სადაც 60-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობდა. ცეცხლი 70 ჰექტრამდე ტერიტორიას ეკიდა, იყო საშიშროება,რომ მოსახლეობამდე მივიდოდა, თუმცა მეხანძრეებმნა მისი ლოკალიზება შეძლეს .
როგორც გუბერნატორი აცხადებს, მიუხედავად ცეცხლის რამდენიმე კერისა, ამ ეტაპზე მეხანძრე მაშველების რაოდენობა საკმარისია. ცეცხლის გაჩენის ერთ ერთი ვერსია დაუდევრობაა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
რთულია ვითარება სამეგრელოში.წალენჯიხაში, სოფელ ჯაღირში - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 ერთეული სახანძო- სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.
ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია,,ბინი,, შეასრულებს. ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა…
პარასკევი იანვარი 23
In საზოგადოება24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26…
პარასკევი იანვარი 23
In საზოგადოებაახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი - ,,LEVEL UP“ განხორციელდა. ოთხდღიანი საბანაკე პროგრამის…
ხუთშაბათი იანვარი 22
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის,თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ახალი მმართველი პარმენ სიგუნავა…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოება