შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქუთაისში, მასთან სტუმრად მყოფ მეგობარს - 1978 წელს დაბადებულ ი.გ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, სადაც მიმდინარე წლის 10 მარტს გარდაიცვალა.
ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადის ტარების რეკომენდაცია დაიცვან.
,,ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და გარკვეული მატება შეინიშნება შემთხვევების, ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა, თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის პროცესს და აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი პარტია მალე შემოვა.
„იცით თქვენ, რომ მეც უშუალოდ ვარ ჩართული ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან და მალე ჩვენ ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას, როგორც მინისტრმა ამის თაობაზე საზოგადოებას ჩააბარა ანგარიში. მანამ, ვიდრე ვაქცინაცია დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ყურადღებით, რომ ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.