ადვოკატ ლევან ჭელიძის ინფორმაციით, საქმე ეხება მერიის ადმინისტრაციული შენობიდან საპატრულო პოლიციის მიერ ჟურნალისტის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტს. საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარმა სამმართველომ სერგო (ბუბა) ჩივაძის დაჯარიმება ორი მუხლით მოითხოვა. ესენია- საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი -წვრილმანი ხულიგნობა, რაც სანქციის სახით ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას , ასევე 173-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან პატიმრობას 15 დღემდე.
საქმეს სასამართლო დაახლოებით 3 თვე იხილავდა . დღეს კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე ციცინო კიკვაძემ სერგო ჩივაძის მიმართ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა და პირი არ ცნო სამართალდამრღვევად.