ახალგაზრდა მებაღეს,რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში,დღეს ქუთაისში 2500 ლარის ღირებულების მცენარეები მოპარეს. ამის შესახებ რებეკა ხუგაევა სოციალურ ქსელში წერს.
,, არასდროს, არასდროს მომხდარა ისე რომ ჩვენთვის 100 ლარზე მეტი ღირებულების მცენარე ჩვენთვის მოეპარათ!
დღეს ქუთაისში მოხდა კატასტროფა! მოგვპარეს 2500 ლარზე მეტი ღირებულების მცენარეები.
ხალხო ერთი წვეთი სირცხვილი მაინც არ გაქვთ სხვისი ნაშრომი უფასოდ როგორ უნდა წაიღოთ!
ოფლში ამოწურული ვარ ხედავთ ყველაფერს ვაკეთებ, ასი ადამიანი მელაპარაკება და თქვენ არ მელოდებით...
ჩემი ცუდი მდგომარეობით ისარგებლეთ და მომპარეთ მცენარეები იცით რამხელა ზარალი მოგვაყენეთ ამით!!! 10-10-100 ლარობითაც წაიღეთ,
ამას არ ველოდი, ამას როგორ წარმოვიდგენდი თუ ასე უნამუსოდ წაიღებდით! ამხელა მცენარეეებს!
ძალიან დიდი მადლობა მათ ვინც მელოდებოდა, შეიკავა თავი და მაფრთხილებდა ამდენ ხალხში თორემ უფრო დიდი იქნებოდა ჩევნი ზარალი!
სიტყვებს თავს ვერ ვუყრი ისეთი განერვიულებული ვარ ახლაა მე კი მომატყუეთ მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებთ,,-წერს ახალგაზრდა მებაღე სოციალურ ქსელში.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან.
ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.
ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს.
ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1640 მერტია.
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც.
რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებად.
პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10,000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.
მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, პროექტის დასრულება კი, 2024 წელს იგეგმება.