ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ თვითმკვლელობა სცადა.მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა.მანამდე კი ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ლაივი ჩართო,სადაც თქვა,რომ არის ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი და ამ ყველაფერზე რეაგირებას არ ახდენს პოლიცია.
,,მივიღე გადაწყვეტილება....ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში. ერთს მაინც გავაკეთებ გადავარჩენ ათეულობით იმ ადამინებს რომელბიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია. ,,დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
ბუბა ჩივაძე სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
რეაბილიტირებული 5 კმ-იანი მონაკვეთით იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზა, რომელიც ქალაქ ქუთაისს ბაღდათთან და ვანთან აკავშირებს. აღნიშნული მონაკვეთი მიდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტამდეც. შესაბამისად, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე რეგიონის ვიზიტორებისა და ტურისტებისათვის.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო და რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე ჭები, ღობეები და ლითონის მოაჯირები, გვერდულები, ბეტონის ბორდიურები, ტროტუარები, ველობილიკი, მიერთებები და მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, ავტოპავილიონი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და საგზაო ნიშნები. მოინიშნა და შემოიფარგლა გზის სავალი ნაწილი.
რეაბილიტირებულ მონაკვეთზე მოეწყო გარე განათების სისტემაც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 8.6 მილიონი ლარი შეადგინა.