- მოძრაობა,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,, ინიციატივით ქუთაისში აქცია იმართება სლოგანით "სიმართლე ვერ აიკრძალება". ასსაფეხურიან კიბეებთან შეკრებილები ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს აპროტესტებენ. მათი თქმით,კანონები რეპრესიულია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იკრძალება.
