ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. სხვადასხვა პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქში ერთდროულად ხორციელდება.
მცირე ზომის სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევსა და ბუხაიძის ქუჩაზე. სულ მალე ამ ქუჩების მცხოვრებლებს 4 განახლებული რეკრეაციული ზონა ექნებათ.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან 247 ათასი ლარით დაფინანსდა წერეთლის ქუჩის #161-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული პრობლემა ექნება მოგვარებული.

„რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გავეცანით. ქალაქს ყოველწლიურად ემატება ახალი სარეკრეაციო სივრცეები, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქეებზეა გათვლილი. ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევსა და ბუხაიძის ქუჩაზე ოთხი ახალი სკვერის მოწყობა დასრულდება მალე, საბავშვო ატრაქციონებით, განახლებული მწვანე ნარგავებით და ფანჩატურებით.
მოვინახულეთ წერეთლის ქუჩაზე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამით კეთდება.
წლის ბოლომდე ქუთაისში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.
2-5 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
თბილისში 2 გვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, 3-5 აგვისტოს კი უმეტესად უნალექოდ ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-5 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2-5 აგვისტოს დღის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2-5 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +28 +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2-5 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 2 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 4 - 5 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამიდნია მოსლოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 2 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭქით, ხოლო 3-5 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამიდნია მოსლოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 +32 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.