რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.
ახალ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა: ერთი ზოლი მოემსახურება აღმოსავლეთიდან დასვლეთისკენ მიმავალ ტრანსპორტს, ხოლო მეორე ზოლი - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალ ტრანსპორტს.
მოძრაობის გადართვისთანავე, დაიწყება ამავე მონაკვეთზე არსებული ძველი გზის მაგისტრალურ გზად რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2 ზოლიანი ჩქაროსნული გზა და 5 ახალი ხიდი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალი სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას.