საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 000 (53%) ქალია, ხოლო 1 836 000 (47%) - კაცი.
ქალების წილი შედარებით მაღალია ქ. თბილისსა (56 პროცენტი) და ქ. ქუთაისში (55 პროცენტი), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49 პროცენტი), ხარაგაულის (49 პროცენტი) და საგარეჯოს (49 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში .
თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი. მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები- 12.9 და 11.2 პროცენტით. იმერეთის მოსახლეობის რაოდენობაა 505.5 ათასი ადამიანი.