გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა 41 ერთეულია.
ყველაზე მეტი - 21 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 15 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 10, მცხეთა-მთიანეთშიც - 10, გურიაში - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 6, 4 სამართალდარღვევა კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში გამოავლინეს.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 749,943.20 ლარია.