ქუთაისელი წარჩინებული მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერიის საზაფხულო ბანაკში, კურორტ ბაკურიანში გაემგზავრნენ.
პროექტში ქუთაისის საჯარო სკოლების მე-8, მე-9 და მე- 10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.
წელს ბანაკის თემატიკაა მედიაწიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, მოხალისეობა, აქტიური მოქალაქეობა, ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერობა.
ბანაკი 15 აგვისტოდან 30 აგვისტომდე , სამ ნაკადად გაიმართება.