აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თევდორე აბრამოვი სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის გამო წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო, ის დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
22 წლის თედო აბრამოვი დეკემბერში დააკავეს. მას პროკურატურა 4.41548 გრამი MDMA-ის ფლობას ედავებოდა. ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს