მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" განცხადებას ავრცელებს.მოძრაობის წევრები ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებები.
,,მოძრაობა ,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში,, ემიჯნება საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის ანტიკონსტიტუციურ განცხადებას ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპას უკავშირდება და ვერანაირი დროებითი რუსული ძალა ვერ შეცვლის ქვეყნის ისტორიულ არჩევანს.
"არა არალეგიტიმურ რეჟიმს , რომელიც უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე , თავს გვახვევს საბჭოთა წარსულს და მშვიდობიან დემონსტრანტებს არაადამიანურად უსწორდება",- წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში".
დღეს ქუთაისში ,,გაბრაზებული ქალების მარში,, გაიმართება.
მონაწილეები 17:00 საათიდან შეკრებას მერიის წინ დაიწყებენ და 18:00 საათზე ძირითად აქციას შეუერთდებიან.
,,გაბრაზებული ქალები ცვლიან სამყაროს!
დღეს ვიკრიბებით ქუთაისის მერიასთან 17:00 საათზე! შემდგომ ვინაცვლებთ მესხიშვილის თეატრთან!
გამოდი მეგობართან, დედასთან, ბებიასთან ერთად,დავიცვათ ჩვენი ღირსება, მომავლი, თავისუფლება!
შემოუერთდი გაბრაზებული ქალების მარშს ქუთაისში, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!,,-აცხადებენ ორგანიზატორები.
მარში ჯგუფი ,,სივრცე ქალური საუბრების,, მიერ არის ორგანიზებული.