სლოვაკეთის დედაქალაქსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.
ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა – ქუთაისი –ბრატისლავას მიმართულებით ფრენებს კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს.
პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატუშ ბუშოვსკი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარი დევიძე დაესწრნენ .
ბრატისლავა – ქუთაისის მიმართულება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირველი პირდაპირი საჰაერო კავშირია .
