დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების პროცესი გაიმართა.
ორმა ბრალდებულმა- მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
შემდეგ პროცესზე , რომელიც 16 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება , სასამართლო მოუსმენს კიდევ ორ ბრალდებულს: თენგიზ გველესიანსა და არჩილ ჭუმბურიძეს.
,,ჩვენთვის არაა ცნობილი მოსამართლე თამარ მაზანაშვილი 16 -ში გამოცხადებს თუ არა განაჩენს. ,,-აცხადებენ დაკავებულთა მხარდამჭერები.
4 ჭიათურელი 2025 წლის აპრილში დააკავეს. მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, თენგო გველესიანსა და აჩიკო ჭუმბურიძეს გამოძიება შუქრუთის მაღაროს დირექტორის ფიზიკური შეურაცხყოფას ედავება.
გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
