დღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურელი მაღროელების დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. სავარაუდოდ დღესვე გამოცხადდება განაჩენი.
,,მოგმართავთ განსაკუთრებით მაღაროში დასაქმებულებს — გთხოვთ, წამობრძანდეთ და საკუთარი ყურით მოისმინოთ მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება. თქვენი დასწრება მნიშვნელოვანია.,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
4 ჭიათურელი -მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წყალტუბოში, ხონში და სოფელ იანეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ წყალტუბოში, ქალაქ ხონში და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობას იწყებს.
შესაბამისი ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ტექნიკური ცენტრები უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, შესაბამისი ინვენტარით და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიური საშუალებებით.
გარდა ამისა, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება გორის, თელავის, ყვარლის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალქალაქის, ახალციხის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანის,სამტრედიის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.
ფოტო პირობითია.