ქუთაისში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
