საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ სიტუაციათან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
იგივე ვითარებაა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული) , სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გზა თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი), სადაც მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა მოხსნილია.
