გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,24 ივლისს დღის ბოლოდან 26 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
გასულ ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქ. ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარზე (მისი მშენებლობა დაიწყო 1794 წელს, აკურთხეს 1808 წელს), რომელიც უკრაინის რუსული ეკლესიის იურისდიქციაშია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად უკრაინის რუსულმა ეკლესიამ ოფიციალურად გაავრცელა.
ოდესის საკათედრო ტაძარი, რომელიც არქიტექტურული შედევრია, იმდენად დაზიანდა, რომ შეიძლება ითქვას, დიდწილად დანგრეულია.
,, ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, რომელიც გასულ ღამეს დაბომბა რუსეთმა, პირველად 1936 წელს ააფეთქეს ბოლშევიკებმა და ახლა კი - თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ტერორისტებმა.
ამით მაინც დარწმუნდით, ვინც ამ ანტიქრისტეს სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებით, რომ რუსეთში დღესაც ბოლშევიზმია და მისი იდეოლოგია (სხვადასხვა სახელით) იყო ყოველთვის.
ასევე, ხსენებულ ტაძარში დაკრძალულია კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი. რუსები საკუთარი მოღვაწეებისა და წინაპრების საფლავს არ ინდობენ და ჩვენსას დაინდობენ?! გამოფხიზლდით, ვინც ჯერ კიდევ არასწორ გზაზე ხართ საქართველოში!,,-წერს თეოლოგი ლაშა დეისაძე-შერვაშიძე.