ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2 მაისს, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
გახანგრძლივდება ტრანსპორტის სამუშაო საათები- მუნიციპალური ტრანსპორტი 3 მაისის 01 : 00 საათამდე იმუშავებს.
