ორმაისობა, ანუ ქუთაისქალაქობა ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის,მეუფე იოანეს მიერ ქუთაისის დალოცვით დაიწყება.
ტრადიციულად, 2 მაისს,სამი ოთარის ძეგლის პატივგებაც მოხდება.
ღონისძიებების დიდი ნაწილი ცენტრალურ ბულვარში გაიმართება და 12 საათიდან დაიწყება.
20:00საათზე ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტია დაგეგმილი.
ორმაისობის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა,სპორტული აქტივობები,ჯომარდობა,კონცერტები.
დღეს ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
გახანგრძლივდება ტრანსპორტის სამუშაო საათები- მუნიციპალური ტრანსპორტი 3 მაისის 01 : 00 საათამდე იმუშავებს.

