საჩხერეში, ჭალის აბაშიძეების ბაზილიკის კედლის მხატვრობა დაზიანებულია.ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი ავრცელებს. თორნიკე ბარათაშვილი წერს,რომ ფრესკები ,,უმძიმეს მდგომარეობაშია,,

,,მართლაც ტრაგიკული სურათი დაგვხვდა საჩხერეში, ჭალის აბაშიძეების ბაზილიკის(XVIს) კედლის მხატვრობაზე.
ფრესკა, ნალესობა უმძიმეს მდგომარეობაშია.
უმეტეს შემთხვევაში გამობერილია, კედელს მოცილებულია, აღინიშნება ბზარები და ტენიანობა აქტიური ჩამოცვენის მაღალ რისკს ქმნის.
ტაძრის დასავლეთის კედელს აქვს ბზარი და სასწრაფო გამაგრება სჭირდება.

ვიდრე ეკლესიის მძიმე მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში მოქალაქემ არ დაწერა, სააგენტოში ამით არავინ დაინტერესებულა.
ერთი კვირის წინ მოსულან და დროებითი ზედაპირული ფიქსაციის პროცესი დაუწყიათ.

ეს შემთხვევაც ადასტურებს, რომ, როცა სისტემა ბოლომდე ჩამოშლილია, ინდივიდუალურ აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობის გადასარჩენად.,,-წერს თორნიკე ბარათაშვილი.
31 დეკემბერს საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით,ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართება.
12:00 საათიდან:
საახალწლო თეატრალური წარმოდგენა;
ზღაპრის გმირების და ანიმატორების საზეიმო მსვლელობა;
საბავშვო აქტივობები;
ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
13:00 სთ.
კონცერტი ადგილობრივი საბავშვო-საესტრადო სტუდიების მონაწილეობით.
20:00 სთ.
საახალწლო გალა-კონცერტი :
,,ჩვენი კვარტეტი“, კახა კუხიანიძე, გიორგი ფრუიძე, PAJO (ნიკა ბიწაძე), ინდირა ჯგერნაია და ბენდი New Vision, მიმი ჯავახიშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, დიჯეი სომალი.
00:00 სთ - საზეიმო ფოიერვერკი.