ქუთაისში საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს სკოლებში, პირველ კლასში 47 630 მოსწავლე დარეგისტრირდა.

სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობა ქუთაისის 34-მა საბავშვო ბაგა-ბაღმა განაახლა.

ქუთაისში საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს სკოლებში, პირველ კლასში 47 630 მოსწავლე დარეგისტრირდა.

სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობა ქუთაისის 34-მა საბავშვო ბაგა-ბაღმა განაახლა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
თვითმმართველობის წარმომადგენლები დიმის N1 და როხის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მერაბ ზირაქაძემ, მერიის კულტურის სამსხურის ხელმძღვანელმა მინდია კიკნაველიძემ და საკრებულოს დეპუტატებმა მიულოცეს.
2025-2026 სასწავლო წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 167 პირველკლასელია, რომლებსაც საჩუქრად წიგნებთან ერად, კომპიუტერები გადაეცათ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, მალე მუნიციპალიტეტს ორი რეაბილიტირებული სკოლა ექნება, როკითის და ქალა ბაღდათის N1საჯარო სკოლა. ეზოს კეთილმოწყობა, საკლასო ოთახების და სპორტ დარბაზის რეაბილიტაცია კი როხის საჯარო სკოლაში განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები და პისტოლეტები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 14 პირი დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო)
წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს
თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილის
განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს,
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ
არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ უწყებას შორის. მისივე
თქმით, ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ინსტიტუციებს შორის
მჭიდრო კოორდინაციას, კომუნიკაციის გაძლიერებასა და საარჩევნო პრაქტიკის
განვითარებას. თავის მხრივ, უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრის
ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანამშრომლობის კიდევ უფრო
მეტად გაძლიერება და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
სამუშაო შეხვედრისას ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რამდენად
მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესში აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ჩართულობა,
განსაკუთრებით საარჩევნო პროცედურების ადმინისტრირებისა და
ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით. ამასთან, გიორგი
კალანდარიშვილმა უსკოს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილა
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მიღებული გამოცდილება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან
დაკავშირებულ გამოწვევებზე და მის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის
სტრატეგიაზე.
ამასთან, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიასა და საგანმანათლებლო
პროექტებს, რომლებსაც ორი უწყება ამომრჩევლებისთვის მასშტაბურად
ახორციელებს.
სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო 2025 წლის
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები და საკანონმდებლო ცვლილებები.
აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა ცენტრალური საარჩევნო
კომისიის აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი
სანტურიანმა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა
საარჩევნო რეგულაციის შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით არსებული
მნიშვნელოვანი საკითხები.
სამუშაო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო
კომისიის ორგანიზებით 10-12 სექტემბერს საირმეში გაიმართა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 67-მა ქუთაისელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფოსგან სწავლის სრული დაფინანსება. ისინი სწავლას აგრძელებენ როგორც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე , საზღვარგარეთაც.
გრანტოსნებს ქუთაისის მერიისგან 1000-1000 ლარი გადაეცათ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში 100%--იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს 2023 წლიდან აჯილდოებენ.
ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე…
ოთხშაბათი იანვარი 14
In საზოგადოებაუკვე 179 წელია 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს…
ოთხშაბათი იანვარი 14
In კულტურადღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ…
ოთხშაბათი იანვარი 14
In საზოგადოება2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო…
ოთხშაბათი იანვარი 14
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და…
სამშაბათი იანვარი 13
In საზოგადოება