30 იანვარამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, +1, დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ - აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +7, +9, დღისით +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +15 +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 -5, დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლებელია თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაღდათის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას მუნიციპალური განვითარების ფონდის კონკურსში გამარჯვებული კომპანია WALL Architecture 2026 წლის მაისში დაასრულებს.
მულტიფუნქციური კომპლექსი მოიცავს 250 მაყურებელზე გათვლილ სპორტულ დარბაზს, საბავშვო და დიდ საცურაო აუზებს, სატრენაჟორო, ძიუდოს, კრივისა და ორთაბრძოლების, ტანვარჯიშისა და სხვა სპორტულ დარბაზებს. ასევე გათვალისწინებულია ქორეოგრაფიული და ფოლკლორული დარბაზები, მედიათეკა და კულტურული და შემეცნებითი აქტივობებისთვის საჭირო სივრცეები.
ბაღდათში ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. პროექტი მოიცავს ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანს 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებითა და შესაბამისი თანმდევი ინფრასტრუქტურით. ამასთან, ბაღდათის რეკრეაციული პარკის პროექტის მოსამზადებლად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა.
სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განსაზღვრული ტერიტორიები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე დაათვალიერეს. ასევე, საპროექტო და სამშენებლო კომპანიებთან ერთად განიხილეს პროექტებთან დაკავშირებული დეტალები.