"საზაფხულო ბანაკი 2026-ის" პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 13-დან 17 წლამდე ასაკის წარმატებული მოსწავლეებისთვის ეწყობა.
ბანაკი სამ ნაკადად გაიმართება და ჯამში 180 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
წელს ბანაკის თემატიკაა: მენტალური კეთილდღეობა და ემოციური ინტელექტი;პროფესიული ორიენტაცია;ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში; პროექტების წერა და გრანტების მოპოვება.
მოსწავლეები ქუთაისის მერმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გააცილეს.
