სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს
,,ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში (საპილოტე პროგრამა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონებს მოიცავს) უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე 15-01, ითანამშრომლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ეკიპაჟებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების აყვანას და გადაყვანას პროგრამით განსაზღვრულ თავშესაფრებში, სადაც ცხოველებს ჩაუტარდებათ კასტრაცია-სტერილიზაცია, დიაგნოსტიკური ტესტირება, ცხოველის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით, თავშესაფარში დაყოვნება, საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების შემდეგ სპეციალურად შექმნილი ეკიპაჟები უზრუნველყოფენ ცხოველის ბუნებრივ არეალში დაბრუნებას.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას. პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ. ,,- სურსათის ეროვნული სააგენტო.
#ვეტერინარია
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1966 წელს დაბადებული გ.თ., ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1981 წელს დაბადებული ჯ ხ. და 1973 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.
დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების მიერ დათესილი და კულტივირებული 230 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.