საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შოვში იმყოფებოდა, სადაც სამი წლის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.მემორიალთან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ადგილობრივები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დაღუპულთა სულის მოსახსენებლად სასულიერო პირებმა პანაშვიდი აღავლინეს, რის შემდეგაც შეკრებილებმა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგედიის დღე გაიხსენეს.
სასულიერო პირების ინფორმაციით, აქ მამათა მონასტერი აშენდება.
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს ტრაგედიად დარჩა.
ავტორი თეონა ფარულავა
