ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ პაატა ბუცხრიკიძემ და მოადგილე რევაზ კიკნაველიძემ, საკრებულოს დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისში გმირულად დაღუპული ფელიქს კაკაურიძის და ზვიად კაცაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
დღესვე ყვავილებით შეამკეს, ქალაქ ბაღდათში და დიმში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი შესრულდა.
