მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ორგანიზებით ქუთაისის მერიის წინ ამ წუთებში აქცია იმართება. მონაწილეების თქმით,ისინი გელათის მონასტერში არაჯეროვნად ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს აპროტესტებენ.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ორგანიზებით ქუთაისის მერიის წინ ამ წუთებში აქცია იმართება. მონაწილეების თქმით,ისინი გელათის მონასტერში არაჯეროვნად ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს აპროტესტებენ.
საჩხერეში 12 ნოემბერს "საჩხერლობა" იზეიმეს.სახალხო დღესასწაულის შემდეგ კი მდიდრული სადილი საჩხერის ბიუჯეტს სოლიდური თანხა-24 ათასი ლარი დაუჯდა.ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ "აი,ფაქტი" გაასაჯაროვა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი ნარინჯისფერი კამპანიის ფარგლებში აქცია-პერფორმანსი მოეწყო, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის იმის შეხენება იყო, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხში პასუხისმგებლობა თითოეული მოქალქის ვალდებულებაა.
გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ქუთაის გაენათის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში 2020 წ. გაზაფხულზე გელათის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის) სამხრეთ-დასავლეთი კედლის ნაწილის მხატვრობა წვიმის გამო დაზიანდა. გელათის კომპლექსი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიაშია შეყვანილი. შესწავლილ იქნა დაზიანების მიზეზები. 2021 წლის იანვარში კულტურის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა პრესკონფერენცია გამართა ქუთაისში და საზოგადოებას გააცნო დაზიანების მიზეზი და მაშინვე დაისახა გზები დაზიანების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად. კულტურის სამინისტრომ იუნესკოს მიმართა თხოვნით რესტავრატორთა ჯგუფის გამოსაგზავნად. აღნიშნულმა ჯგუფმა შეისწავლა ვითარება და მიიღო გადაწყვეტილება სარესტავრაციო სამუშაოების ორი მიმართულებით წარმართვის თაობაზე. ერთ ჯგუფს დაევალა დაზიანებულ ადგილზე სახურავის გამოცვლა და თავის დროზე დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ხოლო რესტავრატორთა მეორე ჯგუფს დაევალა კედლის მხატვრობის ფიქსაცია, რათა კედელში გაჟონილ წვიმის წყალს უფრო მეტად არ დაეზიანებინა მხატვრობა. 2022 წლის გაზაფხულზე ორივე ჯგუფი შეუდგა თავის საქმიანობას. ა.წ. სექტემბერში რამდენიმე ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ კრიტიკულად შეაფასა ზოგიერთი რესტავრატორის მიერ შესრულებული სამუშაო. ამის გამო სარესტავრაციო სამუშაოები დროებით იქნა შეჩერებული და საქართველოს საპატრიარქომ და კულტურის სამინისტრომ მიმართვა იუნესკოს ხელმძღვანელობას, მაღალკვალიფიკაციური ექსპერტების მიერ შეფასებულიყო მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები. ექსპერტთა ჯგუფმა 28-30 ნოემბერს შეისწავლა სიტუაცია და 1 დეკემბერს საპატრიარქოში წარმოადგენს თავის დასკვნებს. ფართო საზოგადოება, ბუნებრივია, დაინტერესებულია გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების შედეგებით. ჩვენ ველოდებით ექსპერტთა დასკვნას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება სამომავლო სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელება.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.
შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა (N598) გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.
შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად…
შაბათი მაისი 04
In რელიგია,,დაბრუნებულების პროტესტი სახლში,,-დღეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მორიგი აქცია ამ სლოგანით იგეგმება.შეკრებილები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას-არა…
პარასკევი მაისი 03
In საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი…
პარასკევი მაისი 03
In რელიგიამოსალოდნელი უამინდობის გამო, გარკვეული ცვლილება შევიდა „ქუთაისქალაქობის“ ფარგლებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული…
ხუთშაბათი მაისი 02
In საზოგადოება2 მაისს ქუთაისში „ ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება. დღე დაიწყო ქუთაისის დალოცვით. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ბაგრატის ტაძარში…
ხუთშაბათი მაისი 02
In საზოგადოება,,დაბრუნებულების პროტესტი სახლში,,-დღეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მორიგი აქცია ამ სლოგანით იგეგმება.შეკრებილები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას-არა…
პარასკევი მაისი 03
In საზოგადოებამოსალოდნელი უამინდობის გამო, გარკვეული ცვლილება შევიდა „ქუთაისქალაქობის“ ფარგლებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული…
ხუთშაბათი მაისი 02
In საზოგადოება2 მაისს ქუთაისში „ ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება. დღე დაიწყო ქუთაისის დალოცვით. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ბაგრატის ტაძარში…
ხუთშაბათი მაისი 02
In საზოგადოებაამ წუთებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები თბილისში ,აქციაზე მიმდინარე…
ოთხშაბათი მაისი 01
In საზოგადოებაპროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში"-ფარგლებში,25 აპრილს დევნილ ქალთა…
ოთხშაბათი მაისი 01
In საზოგადოება