- საზოგადოება
- გადასვლები: 885
რეალურად ეს არის 16 ლარიანი ვაუჩერი-ჭიათურელი მაღაროელები სასურსათო ვაუჩერის დარიგებას ეხმაურებიან
ჭიათურელი მაღაროელები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ საკვები ვაუჩერის დარიგების ფაქტს ეხმაურებიან.
მათი თქმით,პროფკავშირებმა მაღაროელებისთვის 50 ლარიანი ვაუჩერი გამოყო,თუმცა დარიგებული პროდუქტის ღირებულება ბევრად ნაკლებია.
ვაუჩერის მიხედვით,ჭიათურელებს 6 დასახელების პროდუქტი გადაეცათ.-ზეთი,მაკარონი,ვერმიშელი,ბრინჯი,წიწიბურა და შაქარი.
,15-20 ლარი არ არის ღირებულება და ასე გვიტეხავენ თანხებს.,,
,,რეალურად ეს არის 16 ლარიანი ვაუჩერი.ამხელა პროფკავშირები არის,ამხელა ძალაუფლება აქვთ და მინიმალური არ გააკეთა ,რაც უნდა გაეკეთებინა. ,,-ამბობენ მაღაროელები.
ჭიათურაში გაფიცვა 40 დღეა გრძელდება. ,,ჯორჯიან მანგანეზში,, დასაქმებულები კომპანიის ქალაქიდან გასვლას, ხელფასების დარიცხვას და პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვენ.
