USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს,აკაკი საღინაძეს ესტუმრა,რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა USAID-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს აქტიური მოქალაქეებისადმი.
„მოხარული ვარ, რომ ჭიშკარი ახლა უკვე ევროკავშირის, საქართველოს და უკრაინის დროშებით არის მოხატული. სოლიდარობის ეს აქტი ხაზს უსვამს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეს, არამედ იმასაც, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით ვუჭერთ მხარს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას ქვეყანაში.“ - განაცხადა ჯონ პენელმა.
აკაკი საღინაძის საცხოვრებელი სახლის კარებზე ორი კვირის წინ უცნობმა პირებმა წარწერა დატოვეს -,,აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში,, მოგვიანებით,აქტივისტებმა ჭიშკარი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მოხატეს.
აკაკი საღინაძე ე.წ. ,,აგენტების კანონის,,მოწინააღმდეგე და ქუთაისში გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.