- საზოგადოება
- გადასვლები: 1331
ოქრო რომ დაგვიყარონ, არ გვინდა-მოსახლეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში მოსახლეობა აქციას მართავს.ისინი ადგილზე ნაგავსაყრელის განთავსებას აპროტესტებენ.
,,წელიწადზე მეტია ამ ტერიტორიაზე სანაგაოს მოწყობას ვაპროტესტებთ.ახლა აქ უკანეთის, მესხეთის, მუხიანის,გეგუთის მოსახლეობა,200 ადამიანი ვართ შეკრებილი და მივმართავთ ხელისუფლებას,არ გააკეთონ ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი.ის ,რასაც ამბობენ,რომ ნაგავსაყრელი თანამედროვე ტიპის იქნება,არის ზღაპარი.ოქრო რომ დაგვიყარონ,ისიც არ გვინდა.თუ არ გაითვალისწინებენ, ხვალ უფრო მეტი ხალხი გამოვალთ"-აცხადებს სააგენტო ,,აქტორთან,, აქციის მონაწილე სულიკო გაბუნია.
